Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ მართვის მოწმობაზე
ambebi.ge
22 September 2017, 12:20
უკვე ორ თვეზე მეტია, 1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში აკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას იწვევს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 1-ელი ივლისიდან 100 ქულა მიენიჭა, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ და რამდენი Advertisement დაგრჩათ მართვის მოწმობაზე? ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მოქალაქეებს ქულების დაკლების შესახებ შეატყობინოს შემდეგი გზებით:
დარღვევის გამო ქულის დაკლების შემთხვევაში ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მყისიერად მოგივათ. თუ ტელეფონის ნომერს შეიცვლით, ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს უნდა შეატყობინოთ, რათა ინფორმაცია უკვე ახალ ნომერზე მიიღოთ; დაკლებული ქულა მითითებულია ქვითარზე, რომელსაც საპატრულო პოლიცია მძღოლს დარღვევების გამო უწერს; დარღვევებისა და ჯარიმების შესახებ, შეგიძლიათ, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეც მიიღოთ. ამისთვის საჭირო მხოლოდ რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზე მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაშია - იცოდეთ, რა დარღვევაზე რამდენი დაგაკლდებათ
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი